ადგილობრივი სესია თემაზე: ადამიანის უფლებებზე არსებული გავლენების პრიორიტიზაცია და ბიზნესის პასუხისმგებლობა
29 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მესამე ადგილობრივი სესია თემაზე: ადამიანის უფლებებზე არსებული გავლენების პრიორიტიზაცია და ბიზნესის პასუხისმგებლობა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებათა სათანადო შეფასების პროცესის პირველი ეტაპის მეორე ნაწილის შესახებ, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებებზე არსებული გავლენების პრიორიტეტიზაციას მათი სიმძიმისა და ალბათობის გათვალისწინებით. ასევე, განხილული იქნა ის გზები, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს ჩართული ამ გავლენებში (იწვევდეს, ხელს უწყობდეს ან დაკავშირებული იყოს მათთან) და რა პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიებს თითოეულ შემთხვევაში.
სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული მაგალითები, რომელთა მეშვეობითაც მოახდინეს კონკრეტული პასუხისმგებლობის ფორმის იდენტიფიცირება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში გამოყენებულ იქნა შესაბამისი მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიებს ეხმარება ადამიანის უფლებათა სათანადო შეფასების პროცესის სწორად დანერგვასა და განხორციელებაში.
Business & Human Rights Accelerator წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის განკუთვნილ პროგრამას. მისი მიზანია კომპანიების მხარდაჭერა იმ ცოდნისა და უნარების გამომუშავებაში, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, შეაფასონ თავიანთი საქმიანობის გავლენა ადამიანის უფლებებზე, სწორად წარმართონ შეფასების პროცესი და გააცნონ დაინტერესებულ საზოგადოებას მიღწეული შედეგები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.