BHR აქსელერატორის მე-3 რაუნდის 1-ლი ადგილობრივი სესია

26 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მესამე რაუნდის პირველი ადგილობრივი სესია გაიმართა. შეხვედრაზე შეჯამდა პირველი გლობალური სესია და მიმოხილულ იქნა აქსელერატორთან დაკავშირებული მოლოდინები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს კომპანიების მხრიდან ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება და როგორია მათი პასუხისმგებლობის ფარგლები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების (UNGPs) შესაბამისად.
სესიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების მოდულების მიმოხილვას და იმ რესურსებს, რომლებზეც მონაწილეებს ექნებათ წვდომა გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის პლატფორმის ფარგლებში.
მონაწილეებს, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, შეევსოთ სპეციალური კითხვარი. რომელიც აფასებს, თუ როგორია მათი კომპანიების ხედვა ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით.
მიზანი იყო, დაედგინა, თუ სად იმყოფება მათი კომპანია ადამიანის უფლებების პატივისცემის პროცესში. შეხვედრისას მონაწილეებმა ერთმანეთს კითხვარის შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
Business & Human Rights Accelerator გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის განკუთვნილი აქსელერაციის პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს შეიძინონ ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ შეაფასონ საკუთარი კომპანიის გავლენა ადამიანის უფლებებზე, წარმართონ სათანადო შეფასების პროცესი და გააცნონ დაინტერესებულ საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები.
Business & Human Rights უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში მიმდინარეობს, და მასში მონაწილეობას იღებენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები