GE

ბიზნესი და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მე-2 ადგილობრივი სესია 2025

20 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მეორე ადგილობრივი სესია გაიმართა თემაზე: ადამიანის უფლებებზე პოტენციური გავლენების იდენტიფიცირება.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების სათანადო შეფასების პროცესის პირველ ეტაპის შესახებ, რომელიც კომპანიების მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებას გულისხმობს. სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ რატომ და როგორ უნდა განისაზღვროს ბიზნესის ის სფეროები, სადაც უარყოფითი ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია.

სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ჰიპოთეტური ქეისი, რომელშიც რისკების იდენტიფიცირება მოახდინეს. აღნიშნულ პროცესში გამოყენებულ იქნა შესაბამისი მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიებს ადამიანის უფლებათა პრინციპების დანერგვასა და რისკების მართვაში ეხმარება.

Business & Human Rights Accelerator — გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის განკუთვნილი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიების დახმარებას იმ ცოდნისა და უნარების შეძენაში, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, შეაფასონ საკუთარი კომპანიის გავლენა ადამიანის უფლებებზე, სწორად წარმართონ შეფასების პროცესი და გააცნონ დაინტერესებულ საზოგადოებას მიღწეული შედეგები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორი უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში იმართება და მასში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები მონაწილეობენ.

გააზიარე: