ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ – 30.05.25

2025 წლის 30 მაისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, Cellfie Mobile -თან პარტნიორობით, პლატფორმის – „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ“ ფარგლებში შეხვედრა გამართა.
განხილვის მთავარი თემა იყო მესამე მხარის შემოწმება (due diligence), როგორც ეთიკური და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
მთავარი პრეზენტაცია Cellfie Mobile-ის შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ია მამეიშვილმა წარადგინა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა ექსპერტული ხედვები და პრაქტიკული რეკომენდაციები ეფექტიანი შემოწმების მექანიზმების დანერგვაზე.
მონაწილეები ჩაერთვნენ დისკუსიაშიც, სადაც განიხილეს რეალური ქეისები და ის გამოწვევები, რომლებიც მესამე მხარეებთან დაკავშირებულ რისკებს ეხება. შეხვედრა ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.
ღონისძიებას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.