ბიზნესის კეთილსინდისიერების და შესაბამისობის 10 საათიანი კურსი

2025 წლის 20 – 21 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მხარდაჭერით და სიმენსის კეთილსინდისიერების ინიციატივის გრანტის ფარგლებში ბიზნესის კეთილსინდისიერების და შესაბამისობის 10 საათიანი კურსი ჩატარდა.
ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს , მონაწილეებს შესაბამისობის, ეთიკური ბიზნეს პრაქტიკების და კოლექტიური ქმედებების სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.
განხილულ საკითხებს შორის იყო :
- გლობალური კეთილსინდისიერების სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები
- რისკების შეფასება და შესაბამისობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
- პოლიტიკის განვითარება და ეთიკური ლიდერობა
- ეფექტური საჩივრის მექანიზმები
- კოლექტიური ქმედება და სექტორებს შორის თანამშრომლობა
ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის ტრენინგში მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრმა 20-მდე კომპანიამ, მათ შორის, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.