GE

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მეოთხე რაუნდის პირველი ადგილობრივი სესია გაიმართა

17 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის მეოთხე რაუნდის პირველი ადგილობრივი სესია გაიმართა, რომელშიც წელს 21 ქართული კომპანია მონაწილეობს.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროგრამის მიზნებსა და მოლოდინებს, ასევე განიხილეს კომპანიების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართულებით, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების (UNGPs) შესაბამისად. სესიაზე განხილულ იქნა სწავლების მოდულები და რესურსები, რომლებზეც მონაწილეებს წვდომა ექნებათ გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის პლატფორმის საშუალებით.

მონაწილეებმა შეავსეს შეფასების კითხვარი, რომელმაც აჩვენა, თუ რა ეტაპზე იმყოფება თითოეული კომპანია ადამიანის უფლებების პატივისცემის პროცესში. შეხვედრისას მათ ერთმანეთს გაუზიარეს შედეგები და გამოცდილება.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორი გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელიც კომპანიებს ეხმარება ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყონ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე — თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

გააზიარე: