GE

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის საინფორმაციო სესია

10 დეკემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის საინფორმაციო სესია.

ღონისძიებაზე, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიებისთვის გაიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამის მიზნებს, სტრუქტურას, სწავლის მოდულებსა და კალენდარს.

სესიაზე წინა პროგრამის მონაწილემ პირადი გამოცდილება გაუზიარა დამსწრეებს, სადაც ხაზი გაუსვა პროგრამის პოზიტიურ გავლენას, მათ შორის გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მე-13 ფორუმში სპიკერის სტატუსით მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.

ღონისძიება კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორისთვის რეგისტრაცია ღიაა გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიებისთვის.

გააზიარე: