GE

UNGCNG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

14 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში გაიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამგეობის წევრებს სიტყვით მიმართა. მან გაეროს გლობალური შეთანხმების 2021-2023 წლის სტრატეგიის შესრულების პროგრესი დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის გააქტიურების მნიშვნელობას გაეროს გლობალური შეთანხმების მეათე პრინციპის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.


სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად 2023 წლის თებერვალში აირჩიეს.

გააზიარე: