GE

ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო პლატფორმა: ორგანული ნარჩენების მართვა და ცხოველური წარმოშობის ნარჩენების ახალი საკანონმდებლო ჩარჩო

2026 წლის 10 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გამართა შეხვედრა თემაზე – „ორგანული ნარჩენების მართვა და ცხოველური წარმოშობის ნარჩენების ახალი საკანონმდებლო ჩარჩო: პრაქტიკული პერსპექტივები“.

ღონისძიების მიზანი იყო ორგანული და ცხოველური წარმოშობის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ახალი სამართლებრივი მოთხოვნების განხილვა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებასა და რეგულაციებთან შესაბამისობას სხვადასხვა სექტორში.

შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნებზე, სოფლის მეურნეობის ნარჩენების ცირკულარულ მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ცხოველური ქვეპროდუქტების მართვის მიმდინარე პრაქტიკასა და განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში.

გააზიარე: