GE

COE

მოამზადეთ და წარადგინეთ თქვენი CoE (კომუნიკაცია ჩართულობის შესახებ)

ქვემოთ მოცემულია ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც თქვენი CoE– ს შექმნაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი CoE წარმოდგენილი იყოს ელექტრონულად, მითითებული ვადის ამოწურვამდე. დამატებითი ინფორმაცია ელექტრონულად წარდგენასა და ვადების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

  • როგორ მოვამზადოთ CoE?

    1. გახსოვდეთ ვადები

    ორგანიზაციას გააჩნია CoE-ის წარდგენის ვადა, რომელიც დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანების ან წინა CoE- ის წარდგენის თარიღზე. აღნიშნული ვადა ნაჩვენებია თქვენი ორგანიზაციის საჯარო პროფილზე. მოძებნეთ თქვენი პროფილი.

    ახალი წევრები ვალდებულნი არიან წარადგინონ თავიანთი CoE გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანებიდან ორი წლის შემდეგ. ის ორგანიზაციები, რომლებიც უკვე არიან გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები ვალდებულნი არიან  წარადგინონ თავიანთი CoE, ბოლო CoE-ის წარდგენის ვადიდან ორი წლის შემდეგ. მაგალითად, თუ კომპანიამ წარადგინა CoE 2016 წლის 6 აპრილს, შემდეგი CoE უნდა წარადგნოს 2018 წლის 6 აპრილს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CoE-ის მიღების ვადა იწურება შესაბამისი დღის 23:00 საათზე UTC-დროით.

    2. გაეცანით COE-ის მოთხოვნებს და წესებს

    COE– ს მოთხოვნები და წესები ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში 10 ენაზე. იხილეთ COE წესები ჩვენს ბიბლიოთეკაში.

    3. განსაზღვრეთ რა ტიპის ანგარიშს წარადგენთ და გაითვალისწინეთ ანგარიშგების პერიოდი

    მისაღებია შემდეგი ფორმატები:

    • ცალკეული დოკუმენტი
    • წლიური ფინანსური ანგარიშის ნაწილი
    • სხვა ტიპის ანგარიშის ნაწილი

    განსაზღვრეთ ანგარიშით გათვალისწინებული პერიოდი (დაწყების და დასრულების ვადები).

    4. გაეცანით შემოთავაზებული აქტივობების ჩამონათვალს ორგანიზაციის ტიპის მიხედვით

    შემოთავაზებული აქტივობების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე.

    5. მოამზადეთ ანგარიში

    გაითვალისწინეთ:

    • რა დრო გჭირდებათ ანგარიშგებისთვის?
    • რომელი ინდიკატორების გამოყენება გჭირდებათ იმისათვის რომ, გაზომოთ ან/და შეაგროვოთ მასალები რეგულარულად, წლის განმავლობაში შედეგების შესაფასებლად?
    • არ დაელოდოთ ბოლო წუთს. აღნიშნული საქმე მოითხოვს დროს და შესაბამის მომზადებას.
    • გადახედეთ თქვენს ანგარიშს, ჩვენი ჩამონათვალის მიხედვით.
    • იმ შემთხვევაში თუ თქვენს ორგანიზაციას არ აქვს უკვე არსებული ანგარიშის ფორმა, შეგიძლია გამოიყენოთ ჩვენი COE ნიმუში.
  • როგორ წარვადგინოთ CoE

    იმისათვის, რომ თქვენი CoE ჩაითვალოს ოფიციალურად წარდგენილად, ის უნდა აიტვირთოს გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე. ამისათვის, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თქვენს მონაწილის პროფილზე და მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. თქვენი CoE-ის მიღება არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ მას გამოგზავნით ელექტრონულად ან ფოსტით გაეროს გლობალურ შეთანხმების მისამართზე.

    იმისთვის, რომ გაიგოთ თუ როგორ უნდა შეხვიდეთ და გააგზავნოთ თქვენი CoE, იხილეთ ჩვენი ბიბლიოთეკის რესურსი:

    CoE-ის წარდგენის დეტალური სახელმძღვანელო