GE

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სხდომის ფარგლებში, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრები და მიღება გაიმართა

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სხდომის ფარგლებში, გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ, 15 მარტს, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გაეროს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებსა და ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში – „პრაქტიკოსთა მრგვალი მაგიდა“, სადაც ქალთა გაძლიერების პრინციპებსა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ბიზნესში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და გაძლიერების საუკეთესო მაგალითები.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ  გენდერული თანასწორობა ბიზნესის წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

ბიზნესისთვის სამუშაო კულტურის გაუმჯობესება უზრუნველყოფს კრეატიულობის, ინოვაციურობისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ბიზნესი, რომელსაც პრიორიტეტულ მიმართულებად გენდერული თანასწორობა აქვს არჩეული, სარგებლობს პოზიტიური რეპუტაციით, იზიდავს მეტ ნიჭიერ თანამშრომელს და ამყარებს მყარ ურთიერთობას მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან. 

სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გაეროს სათაო ოფისში, ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების ხელმძღვანელები დაესწრნენ.  

გააზიარე: