EN

CSR CLUB

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა. ის 80-მდე კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით, საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

→ კლუბი მიზნად ისახავს:

  • ხელი შეუწყოს  ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას / წახალისებას;
  • გავლენა მოახდინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ეროვნულ პოლიტიკაზე;
  • ხელი შეუწყოს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივი მდგრადი სოციალური პროექტების განხორციელებას;
  • მომართოს ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მიერ.