GE

BIM (Building Information Modeling)

  • ორგანიზაცია:

    ბიმ კუბი- BIM CUBE

  • ზომა :

    მცირე

  • სექტორი:

    სამშენებლო

  • საკონტაქტო პირი:

    ანა კუხალეიშვილი

  • ტელ:

    +995 591 006001

  • ელ. ფოსტა:

    a.kukhaleishvili@bim.ge

  • მისამართი:

    თბილისი, რ.შენგელიას ქ. 5

კომპანია 2020 წელს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლების − თეიმურაზ გელაშვილისა და ოთარ დავითაძის მიერ დაარსდა. კომპანიის მისიაა შენობა-ნაგებობების პროექტირება, სრული სამშენებლო პროცესის მართვა, სამშენებლო მენეჯმენტი და კონსალტინგი, ინოვაციური ტექნოლოგია BIM-ის გამოყენებით განხორციელდეს. კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-ტექნოლოგიის პიონერად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან „ბიმ კუბი“ გახლავთ პირველი კომპანია ქართულ „აიმ“ ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს. მომხმარებელი კომპანიისაგან იღებს მულტიფუნქციურ საპროექტო მომსახურებას. იგი სრულად მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალი სტანდარტის დაცვას, ტექნოლოგიურ თუ ესთეტიკურ ჭრილში. BIM ტექნოლოგიის გამოყენებით მშენებლობის სრული ციკლის წარმართვა, ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოადგენს ინოვაციას.

CEO

„ბიმ კუბის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.კომპანიაში წამყვან პოზიციებს იკავებენ ქალები, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია კომპანიის საქმიანობაში. აქტიურად ვართ ჩართული ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში როგორც საინჟინრო ისე მთავარი მენეჯერული რგოლის მიმართულებით. კომპანიის პროექტები მაქსიმალურად ორიენტირებულია სამშენებლო ნარჩენების ოპტიმიზაციასა და გარემოს დაცვაზე.

პრიორიტეტული მიმართულებები

კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხიანი განათლება საინჟინრო და მენეჯერული რგოლის პროფესიული განათლების მიმართულებით, რისთვისაც კომპანია მუდმივად ახორციელებს თანამშრომელთა გადამზადებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას და ა.შ.

გენდერული თანასწორობა წარმოადგენს კომპანია “ბიმ კუბის” ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, რისთვისაც კომპანია აქტიურად არის ჩართული ქალთა განათლების ხელშეწყობაში საინჟინრო მიმართულებით, ასევე, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში, კომპანიაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებულნი არიან ქალები. კომპანია აქტიურად მუშაობს თანასწორობის პრინციპებზე, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში. BIM ტექნოლოგიის დანერგვა სრული სამშენებლო ციკლის წარმართვის პროცესში იდეალური შესაძლებლობაა მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების შესაქმნელად. კომპანია BIM კუბი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კომპანიებთან პარტნიორულ ურთიერთობებზე მდგრადი განვითარების პრინციპების დასანერგად სამშენებლო ბიზნესში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა