GE

Polyvim LLC

  • ორგანიზაცია:

    Polyvim LLC (შპს პოლივიმი)

  • ზომა:

    საშუალო

  • სექტორი:

    სამრეწველო

  • საკონტაქტო პირი :

    შივა ფარიზადი

  • ტელ:

    +995 32 200 06 61

  • ელ. ფოსტა:

    Shiva@polyvim.ge; Ketevan@polyvim.ge

  • მისამართი:

    თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 12, არასაცხოვრებელი ფართი N3-16

შპს “პოლივიმი” რუსთავის ტერიტორიაზე აშენებს საქართველოში პირველ პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს საწარმოს, რომელიც ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) მეორად ბოთლს. საწარმო პირველ ეტაპზე, PET მეორად ბოთლებს გარდაქმნის მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული PET ფანტელებისგან აწარმოებს პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს. შპს “პოლივიმის” მიზანია, ნარჩენებისგან შექმნას მაღალი ხარისხის დამატებითი ღირებულების პროდუქტი და, ამავდროულად, გაუმკლავდეს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას – გარემოს პლასტმასის ნარჩენით დაბინძურებას. აღსანიშნავია, რომ პროექტი 100%-ით კერძო ინვესტიციაა. ადგილობრივი ბაზრის მიერ პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს მოხმარება, საშუალოდ, შეადგენს 100 (ასი) ტონას თვეში, რომელიც საქართველოში იმპორტის სახით შემოდის. შესაბამისად, ქარხანა მოახერხებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას, ხოლო დანარჩენი პროდუქციის (წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი, ≈85%) ექსპორტზე გატანას უკვე ათვისებულ ბაზრებზე-ძირითადად, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მიერ არაერთ უმსხვილეს ბაზართან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, “პოლივიმის” პროდუქცია შეძლებს, იყოს კონკურენტუნარიანი და ხანგრძლივ პერსპექტივაში მოახერხოს უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში წარმადობისა ზრდისა და შესაბამისად, ექსპორტის მდგრადი განვითარების ხარჯზე. “ვფიქრობთ, ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. პროექტის განხორციელებით შეიქმნება 150 (ას ორმოცდაათი) სამუშაო ადგილი, ხოლო, ზოგადად, ინდუსტრიის გაძლიერება ხელს შეუწყობს სხვა მცირე და საშუალო ზომის ტექსტილისა და მონათესავე დარგების წარმოების განვითარებას. ეს კი, თავისთავად, ნიშნავს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და შემოსავლის წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.”

CEO

We define Polyvim as a responsible family, where every member feels responsible: we care! Therefore we recycle, and we don’t stop there; we attempt to take every decision granting community and the planet no harm while employing all our effort to take every step for a better future in every aspect: social, economic, and environmental. We have only one planet to live! Don’t we? /პოლივიმი პასუხისმგებლიანი ოჯახია, რომლის თითოეული წევრიც გრძნობს პასუხისმგებლობას: ჩვენ ვზრუნავთ! ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ და ამაზე გაჩერებას არ ვაპირეთ. ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოებას და პლანეტას არავითარ ზიანს არ აყენებს. ამავდროულად, არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ გადავდგათ ყველა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ – სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს. ასე არ არის?

პრიორიტეტული მიმართულებები:

სუფთა წყალი და სანიტარია: ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება დაბინძურების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა; წარმოებისას მაღალი სტანდარტების დანერგვა საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად; კლიმატის მდგრადობის მიღწევა: ცნობიერების ამაღლება, გადამუშავება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა