GE

ევროინტეგრაციის სამოქმედო პლატფორმის I სამუშაო შეხვედრა

3 აპრილს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, ევროინტეგრაციის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციული მდგრადობის შესახებ ახალ ევრორეგულაციებს და მათ გავლენას ქართულ ბიზნეს სექტორზე, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში ბიზნეს სექტორს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს საჭიროებებსა და სამოქმედო პლატფორმის მიმართ მოლოდინებზეც.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, მისი წევრების, დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორების კოლექტიური ექსპერტიზის, რესურსებისა და გავლენის გამოყენებით, პლატფორმა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ბიზნეს სექტორში მდგრადი პრაქტიკის დანერგვის დაჩქარებაში. აღნიშნული ხელს უწყობს არა მხოლოდ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას, არამედ მდგრადი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნას, რომელიც პასუხობს გლობალურ მოლოდინებს.

გააზიარე: