GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა და გამგეობის არჩევნები გაიმართა

17 დეკემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გამართა.

ასამბლეა მისასალმებელი სიტყვით გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ , ეკა ლალიაშვილმა გახსნა და ორი წლის განმავლობაში, გამგეობისა და ორგანიზაციის თანამშრომლობით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

ღონისძიება გამგეობის წევრების არჩევნებით გაგრძელდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის 101-მა წევრმა – გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალურმა ასამბლეამ ორი წლის ვადით ახალი გამგეობა აირჩია.

ახლადარჩეული შემადგენლობა:

სოფო ჩაჩანიძე – ACT

იზა გოცაძე – აჭარისწყალი ჯორჯია

კახა ხაზარაძე – ICR ჯგუფი

ლარისა პატარაია – Start Business Solutions

ნანა ბერძენიშვილი – AIS

ნათია ჭინჭარაული – ეკობრენდს ჯორჯია

ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ვალერი ჩეხერია – Hospitality Projects

ნინო ლიპარტია – საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის

პირველივე სხდომაზე, გამგეობამ თავმჯდომარედ სოფო ჩაჩანიძე, ACT-ის მმართველი პარტნიორი და ქონსალთინგის ლიდი აირჩია.

არჩევნების შემდეგ, ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალურ ასამბლეას 2024 წლის მთავარი მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. წარადგინეს ქსელის ახალი წევრებიც.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და შვედეთის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: