GE

გაიმართა ტრენინგი „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“

Idea Pitching 10.02.2023

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა ტრენინგი თემაზე – „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“.


ტრენინგის პირველ ნაწილში, ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. ასევე, განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითები. აღნიშნული თემატური მიმართულებების შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა ისაუბრა.
ტრენინგის მეორე ნაწილში სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) ქცევის მეცნიერების ექსპერტმა, თინათინ სტამბოლიშვილმა კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევით ფაქტორებზე, არსებულ გამოწვევებსა და პარტნიორული თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.


წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა საპროექტო წინადადებები, ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის გაღმავების მიზნით.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო სექტორის 14-მა წარმომადგენელმა.

გააზიარე: