GE

კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (CoP) საინფორმაციო სესია 23.04.25

23 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (CoP) საინფორმაციო სესია გაიმართა.

გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიები ანგარიშგებას წელიწადში ერთხელ ახდენენ. 2025 წელს, ანგარიშგების მომზადება შესაძლებელია 31 ივლისამდე.

ანგარიშგების კითხვარის შევსებით ან მდგრადობის ანგარიშგების მომზადებით, კომპანიები კიდევ ერთხელ წარადგენენ ინფორმაციას იმ აქტივობების შესახებ, რომელიც ემსახურება გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის დაცვას ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვის, კორუფციასთან ბრძოლისა და მმართველობით საკითხებზე.

გააზიარე: