კონფერენცია – ხელოვნური ინტელექტი და გენდერული თანასწორობა: სამართლიანი მომავალი ყველასთვის
28 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის დაფინანსებით, პროექტის -„ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია: “ ხელოვნური ინტელექტი და გენდერული თანასწორობა: სამართლიანი მომავალი ყველასთვის”.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მოდერატორებმა და მომხსენებლებმა, ინტერვიუს ფორმატში, განიხილეს გამოწვევები, შესაძლებლობები და სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის პირობებში უფრო ინკლუზიური და სამართლიანი მომავლის შესაქმნელად.
ღონისძიება სამი პანელური დისკუსიისგან შედგებოდა: გენდერული საკითხების გათვალისწინება ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის შემუშავებაში; ხელოვნური ინტელექტი და გენდერი ფინანსურ სექტორში; ხელოვნური ინტელექტი და გენდერი ინფორმაციული ტექნოლოგიები სექტორში.
სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ:
- რობო ნადირაძე – გაეროს განვითარების პროგრამა;
- მარიამ თუთბერიძე – ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში;
- გუგა ბურდული– საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია;
- ანა ოსაძე –საქართველოს ბანკი;
- მაკა ბოჭორიშვილი – თიბისი ბანკი;
- ირინე კიკვაძე – პროკრედიტ ბანკი საქართველო;
- ნათია ქუხილავა – Helio.AI;
- ქეთევან დოლაკიძე – ქვანტორი ჯორჯია;
- რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია.
კონფერენციის ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლბლობა ჰქონდათ, მოესმინათ ForSet & DataFest Tbilisi-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნინო მაჭარაშვილის გამოსვლა თემაზე – “ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გენდერული თანასწორობისთვის” და Theneo-ს დამფუძნებლის, ანა რობაქიძის გამოსვლა თემაზე – “სტარტაპების კრიტიკული როლი AI-ის თანასწორი გარემოს შექმნისთვის”.