GE

კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში მორიგი სასერტიფიკატო კურსი დასრულდა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში სასერტიფიკატო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის წარმატებით დასრულდა.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბიზნეს ოპერაციებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვა, ეთიკური ლიდერობა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, მდგრადობა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში, ევრორეგულაციები და გავლენა საქართველოს ბაზარზე, დაფინანსების შესაძლებლობები SME-ებისთვის, კომუნიკაცია და ანგარიშგება.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა USAID/Georgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის დაფინანსებით პროექტი ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გააზიარე: