მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის 26.03.25

26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” – პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფასილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ გაუწია.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა მონაწილეებს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები გააცნეს. წარადგინეს აქსელერაციის პროგრამის მენტორები, ასევე, ფასილიტატორი და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც გამოწვევების ინდენტიფიცირება იყო, პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები.
#SDGInnovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი. აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.