GE

მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე გამოფენა გაიმართა

25 ოქტომბერს, ბათუმში, მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე გამოფენა (SDG Fair) გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 15-მდე წამყვანმა ბიზნესკომპანიამ მიიღო.

გამოფენაზე კომპანიებმა წარადგინეს მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით განხორციელებულ აქტივობები და პროექტები და საზოგადოებას გააცნეს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა.

გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

გამოფენის პარალელურად გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ბიზნესის ჩართულობასა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოში 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: