გორგია
გორგიას ისტორია 1998 წელს, ბათუმის ფილიალით დაიწყო. 25 წლის განმავლობაში კომპანია სწრაფი ტემპით იზრდება, საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალს აერთიანებს და სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კატეგორიაში წამყვანი სავაჭრო ჯგუფია ამიერკავკასიაში.
- 60 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი;
- 2000-მდე სამშენებლო/დეველოპერული პარტნიორი;
- 2500-მდე მაღაზიის მომარაგება საქართველოში, ბულგარეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში;
- 2200-მდე დასაქმებული. გორგია მომხმარებლისთვის ქმნის შესაძლებლობას, შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.