GE

აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი

  • ორგანიზაცია:

    აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი

  • ზომა :

    მსხვილი

  • სექტორი :

    სტუმართმასპინძლობა

  • ტელ:

  • ელ. ფოსტა:
  • მისამართი:

    თბილისი, კოსტავას ქ. 14

აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციურ ეკოსისტემებს ქმნის, რითაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ცოდნის გაზიარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაშიც.

პრიორიტეტული მიმართულებები:

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება,
ეფექტური აგროწარმოების პრინციპების დანერგვა, მოსავლის განაწილება (harvest sharing).
კორპორატიული პაკეტები კომპანიის თანამშრომლებისთვის, ინდივიდზე მორგებული შვებულების სისტემა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლი.
პროფესიული განათლება და გადამზადება, ტრენინგები მენეჯერებისთვის.
50/50 გენდერული გადანაწილება სამუშაო ადგილზე, ქალი ლიდერების ხელშეწყობა, თანაბარი ანაზღაურება.
ელექტროენერგიის, როგორც განახლებადი ენერგიის, მოხმარების გაზრდა ობიექტებზე, ელექტრო მანქანების გამოყენება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა.
შევიწროებისა და უთანასწორობის აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე, ინკლუზიურობის პრინციპების იმპლემენტაცია ბიზნესოპერაციებში.
მდგრადი დეველოპმენტი, არსებული შენობების რესტავრაცია და კონვერტაცია, ეკოსისტემების შექმნა.
ნარჩენების გადამუშავება; ქაღალდის გადამუშავება; საკვები პროდუქტის ეფექტური მოხმარების პრინციპების დანერგვა.
ენერგოეფექტური ოპერაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, CO2 ემისიების შემცირება.
ბიომრავალფეროვნება, გაუდაბნოებასთან ბრძოლა, ალტერნატიული და უფრო მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების ხელშეწყობა.
პროაქტიული პარტნიორობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის შეთავაზება.
ყველა შემოსული განცხადება აუცილებლად განიხილება პასუხისმგებელი პირების მიერ და გადაწყვეტილების შესახებ, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება.

CEO:

„მდგრადი განვითარების მიზნები და კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპები ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილებია, რაც აისახება როგორც კომპანიის არსებული რესურსების მართვაში, ასევე ახალი პროექტების განვითარებაში.“ – აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის დირექტორთა საბჭო

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა