GE

ACT

  • ორგანიზაცია:

    შპს ეისითი (კვლევისა და კონსულტაციის გლობალური კომპანია)

  • ზომა :

    საშუალო

  • სექტორი:

    საკონსულტაციო

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო კალანდია

  • ტელ:

    +995 32 2 422 322

  • ელ-ფოსტა: n.kalandia@act-global.com
  • მისამართი:

    თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. 5

“ეისითი”კვლევისა და საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.

ძირითადი ფოკუსი განვითარებად ქვეყნებზე გვაქვს, რადგან კარგად გვესმის მათი პრობლემები და ნათლად ვხედავთ იქ არსებულ უზარმაზარ პოტენციალს. 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენი სიძლიერე, რითიც ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ვემსახურებით, შემდეგია:
• მონაცემთა მოპოვება, ძლიერი ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული ინსაიტები;
• ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციის უნიკალური მიდგომები და კომპეტენციები;
• ეფექტური სტრატეგიებისა და პოლიტიკების შემუშავების ექსპერტიზა; • ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტები;
• კერძო და საჯარო სექტორის სპეციფიკის ცოდნა;
• მასშტაბური ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მართვის რესურსები და გამოცდილება;
• განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

დღეს “ეისითი”-ში ოთხი ბიზნეს-მიმართულებაა და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ფასეულობას ქმნის ჩვენი კლიენტებისთვის: კვლევა რომლის მთავარი ექსპერტიზაც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევებია და მიზნად ისახავს კლიენტისთვის ზუსტი მონაცემების, სამომხმარებლო ინსაიტებისა და საზოგადოებრივი აზრის მიწოდებას. ბიზნეს-ანალიტიკა (BA) რომელიც სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებულ აღწერით, დიაგნოსტიკურ თუ საპროგნოზო ანალიტიკასა და ბიზნეს-ინსაიტებს. მენეჯმენტ-კონსალტინგი რომელიც ორგანიზაციებს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების მხარდაჭერას სთავაზობს. ეს მიმართულება კონცენტრირებულია მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციასა და გაძლიერებაზე. დეველოპმენტ კონსალტინგი რომელიც განვითარების პროექტებზე მუშაობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და სოციალურ პარტნიორებთან. ამ თანამშრომლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებისა და მნიშვნელოვანი პოზიტიური სოციო-ეკონომიკური ზეგავლენების მხარდაჭერაა.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა