GE

ალდაგი

  • ორგანიზაცია:

    ალდაგი

  • ზომა:

    მსხვილი

  • სექტორი:

    სადაზღვევო

  • საკონტაქტო პირი:

    ქეთევან მაღალაშვილი

  • ტელ: + 995 599 97 93 93
  • ელ.ფოსტა:

    kmagalashvili@aldagi.ge

  • მისამართი:

    თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი 66ა

“ალდაგი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა და დღემდე სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად რჩება. 2023 წლისთვის “ალდაგის” პორტფელში 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია. “ალდაგი” იყო პირველი, ვინც საქართველოში არაერთი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის, მსოფლიოს უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები  Swiss Re, Trans Re, Hannover Re, LLoyd’s of London შემოიყვანა და ხელი შეუწყო დაზღვევის კულტურის განვითარებას.

“ალდაგმა”, წლების მანძილზე, ზრდისა და განვითარების მიზნით, არაერთი შერწყმა და ტრანსფორმაცია განახორციელა. დღეს ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად არის აღიარებული. (EUROMONEY, World Finance, Global Brand Magazine).  2020 წელს “ალდაგს” მიღებული აქვს UN Global Compact Network Georgia-ს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის.

მხოლოდ 2022 წელს, “ალდაგმა” ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს 43 მილიონი ლარის ოდენობით ზიანი აუნაზღაურა. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, “ალდაგი” ფლობს ბაზრის 74% -იან წილს აგროდაზღვევაში, 32% -იან წილს  ტვირთების დაზღვევაში, 34%-იან წილს  ქონების დაზღვევაში და 20% -იან წილს ავტოდაზღვევაში.

2022 წელს “ალდაგმა” გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში – დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, “ალდაგი” ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც საკუთარი ფინანსური სტაბილურობით ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში დაეხმარება.

“ალდაგი” წარმოდგენილია არასასიცოცხლო (property and casualty (P&C) დაზღვევის სეგმენტში და მომხმარებელს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს.

“ალდაგი” სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება. “ალდაგის” 2022-2023 წლის სტრატეგიაა სადაზღვევო სერვისებისა და პროდუქტების სრული გაციფრულება, საცალო სეგმენტის კიდევ უფრო განვითარება და სადაზღვევო მომსახურებაში #1 ბრენდად პოზიციონირება.

ჩვენი მისია:

გვჯერა, რომ ადამიანებს წინსვლისა და განვითარებისთვის სიმშვიდე და ემოციური უსაფრთხოების განცდა სჭირდებათ. ამისთვის მათ ვთავაზობთ პროფესიონალურ სადაზღვევო სერვისებს, რათა მზად იყვნენ ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდებათ.

სლოგანი: მზად ხარ

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა