GE

Chikatai llc

  • ორგანიზაცია:

    chikatai llc

  • ზომა :

    მცირე და საშუალო

  • სექტორი :

    საცალო ვაჭრობა

  • საკონტაქტო პირი:

    თამარ ბუიღლიშვილი

  • ტელ:

    +995 577 75 08 85

  • ელ. ფოსტა: tamara.buiglishvili@gmail.com
  • მისამართი:

    თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის ქ. 5

“ჩიკატაი” 2017 წელს შეიქმნა, როგორც ოჯახური ბიზნესი. ვამზადებთ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო სათამაშოებს და საბავშვო დეკორს 0 თვიდან ბავშვებისთვის, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენი ყველა სათამაშო იტესტება თურქეთის სათამაშოების ლაბორატორიაში, EN-71-ის სტანდარტის მიხედვით.
სათამაშოების უმეტესობა მუსიკალურია და უკრავს გია ყანჩელის მელოდიებს.
ჩვენი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან ზღვის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს. სწორედ ეს არის Chikatai-ის მამოძრავებელი ძალა.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქველმოქმედო სათამაშოების წარმოება, საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა, ქალების დასაქმება და ხელობის სწავლება, უმეტესწილად იმ ქალთათვის, ვისაც მანამდე არ უმუშავიათ და საკუთარი შემოსავალი არ ჰქონია.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
მეგობრობის მემორანდუმი ბუნების დაცვლის მსოფლიო ფონდთან (WWF Georgia)

CEO:

სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინება ყოველდღიურ საქმიანობაში დღეს ბიზნესის სწორად კეთებას ნიშნავს. შესაძლოა, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გარემოსთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ გვჯერა, რომ ამ მიმართულებით პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც და წვლილიც მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა