GE

ელემენტ კონსტრაქშენი

  • ორგანიზაცია:

    ელემენტ კონსტრაქშენი

  • ზომა :

    საშუალო

  • სექტორი:

    სამშენებლო

  • საკონტაქტო პირი:

    ეკატერინე მამამთავრიშვილი

  • ტელ:

    +995 322 37 47 37

  • ელ. ფოსტა:

    info@ec.ge

  • მისამართი:

    თბილისი, მგალობლიშვილის ქ. 13

,,ელემენტ კონსტრაქშენის“ საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას. კომპანიის ღირებულებები თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური მშენებლობის პოპულარიზაციას, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქტიური სამშენებლო პროცესით კი, გააუმჯობესოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

პრიორიტეტული მიმართულებები:

განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა – განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევის საპასუხოდ ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ წარმატებულ ქიზიყელ მოსწავლეებს გადასცა პლანშეტური კომპიუტერები და უზრუნველყო მათი წვდომა ინტერნეტთან. ,,ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“ კომპანიას  ,,განათლების ფონდისგან“ სპეციალური სიგელი გადაეცა.

ახალგაზრდების სტარტაპების მხარდაჭერა – ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ 160-ზე მეტი თინეიჯერის სამეწარმეო იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი;

ტრენინგები – მიღებული ცოდნის გაზიარება – ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ თანამშრომლებს  შესაძლებლობის რეალიზებისთვის მაქსიმალურ შესაძლებლობებს აძლევს –  საერთაშორისო ტრენინგებსა თუ სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა აქტუალურ  მოვლენაში ჩართულობის სახით.

თანამშრომლობა სოციალურ საწარმოებთან – ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ,,ცოდნის კაფეს“ სტრატეგიული პარტნიორია. კომპანია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რეგიონულ დონეზე არსებობდეს მოქმედი სივრცე, რომელიც საკუთარი აქტიურობით და ხედვებით,   საკუთარი თემის ჩართულობით შექმნის რეგიონის განვითარების პერსპექტივებს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
არასამთავრობო სექტორს ნებისმიერ დროს შეუძლია ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ პარტნიორობის ინიციატივით მიმართოს. თითოეული შემოსული განცხადება განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში.

CEO:
მდგრადი განვითარების მიზნები და კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპები – აღნიშნული ახლავს ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ საქმიანობის თითოეულ ციკლს. წარმატებული ბიზნესი ნიშნავს შესაძლებლობას, პოზიტიური გავლენა მოახდინოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იყოს ქმედითი, დროული და პასუხისმგებლიანი არსებული გამოწვევების მიმართ.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა