Exportinvest

ჩვენი მისია
ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ სერვისებს, რომლებიც თქვენი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს აწარმოონ სტრატეგიული მოლაპარაკებები თავიანთ პარტნიორებთან, ვხსნით მათთვის აქამდე უცნობ პერსპექტივებს.
ჩვენი გამოცდილება
კომპანია ექპორტინვესტი 2018 წელს დაარსდა, როგორც საქართველოდან ექსპორტის მხარდამჭერი კომპანია, რომელმაც წარმატებით განახორციელა საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროპისა და აშშ-ს ბაზარზე, რამაც შესაძლებლობა მოგვცა დაგვემყარებინა კონტაქტები სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში.
ექსპორტის გზაზე შექმნილი დაბრკოლებების გადალახვით მიღებული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, გავაკეთეთ არაერთი საინტერესო პროექტი ქართული კომპანიების პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდისა და კონტაქტების დამყარების მიზნით საერთაშორისო ბაზარზე.