გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის საწევრო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული გერმანულ-ქართულ ბილატერალურ ეკონომიკურ საქმიანობაში.
DWV 2007 წელს დაარსდა და იგი დღეისათვის 170-ზე მეტ წევრს ითვლის, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ. ის ასევე FRUIT LOGISTICA-ს და Senior Experten Service-ის ოფიციალური წარმომადგენელია.
DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე არის დოქტ. საშა ტერნესი (ბლუორჩარდ ფაინანს ეს.ეი-ს წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში). მმართველი საბჭოს წევრთა რიგებში არიან აგრეთვე გიორგი ბათლიძე (BLC იურიდიული კომპანია), დავით შენგელია (კაპაროლ ჯორჯია), თებრონე რომანოვა (მეიჯერელ ჯორჯია) და სანდრო ბახსოლიანი (ინსტა). გერმანიის საელჩო თბილისში DWV-ს მმართველი საბჭოს მრჩეველი წევრია. მმართველი საბჭოს საპატიო თავმჯდომარე არის გერმანელი მეწარმე, პროფ. დოქტ. კლაუს ჰიპი.
DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში. გარდა ამისა, DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში.