GE

ჰანიველ ცემენტი

  • ორგანიზაცია:

    ჰანიველ ცემენტი

  • სექტორი:

    სამშენებლო

  • მისამართი:

    ალ. ყაზბეგის გამზ. #21 0160 თბილისი, საქართველო

  • ტელეფონი:

    +995 32 2 474747

  • ელ.ფოსტა: [email protected]

2024 წლიდან ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და შექმნა ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბრენდი, ჰანიველ ცემენტი, რომელიც გააგრძელებს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წარმატებულ საქმიანობას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად.

ჰანიველ ცემენტის მთავარი მიზანია, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ინოვაციური ხედვით, იყოს ინდუსტრიის განვითარების მთავარი საყრდენი, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, სწრაფი და ხარისხიანი სერვისის შექმნაზე ორიენტირებული ბრენდი. კომპანია მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და 17 ბეტონის ქარხანას საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში.

კომპანიას 1,200-მდე თანამშრომელი ჰყავს და დამატებით ხელს უწყობს 5,000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას კონტრაქტორების და ქვე-კონტრაქტორების სახით. ჰანიველ ცემენტის ფილოსოფიას ქმნის მისი მემკვიდრეობა და მთავარი იდეა “ფუნდამენტი პროგრესისთვის.” ცნობისათვის, კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ცემენტისა და ბეტონის ბაზრის უპირობო ლიდერია. კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ თავისი 17 წლიანი ოპერირების პერიოდში საქართველოში 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე, ბეტონის და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა