GE

High-Tech Solutions

  • ორგანიზაცია:

    High-Tech Solutions

  • ზომა :

    მცირე და საშუალო

  • სექტორი :

    საინფორმაციო ტექნოლოგიები

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო გვაზავა

  • ტელ:

    032 219 30 40

  • ელ. ფოსტა: info@hts.ge
  • მისამართი:

    თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4

HT Solutions (შპს “High-Tech Solutions”) ქართული IT საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. HT Solutions წარმოადგენს მაღალი ხარისხის IT სერვისების ფართო სპექტრს ქართულ ბაზარზე.

”ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და რაშიც საუკეთესოები ვართ. ჩვენ უკვე ვხდებით IT სექტორის ლიდერი და სანდო პარტნიორი ჩვენი მომხმარებლებისთვის, უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და ინვესტიციის სწრაფი დაბრუნებით, ვეხმარებით მათ ბიზნეს მიზნების მიღწევაში. ეს არის ჩვენი მისია, რომლის შესრულებასაც ვცდილობთ კომპეტენციის, ნდობისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებით ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. ”

პრიორიტეტული მიმართულებები:
გენდერული თანასწორობა

CEO:

ჩვენთვის მთავარი ღირებულება ქვეყნის სიყვარული, ტექნოლოგიების მეშვეობით რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და შრომისმოყვარეობაა. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც პირველ რიგში ამ ღირებულებებს იზიარებენ, რადგან 2020 წლის კრიზისმა დაგვანახა გუნდის საერთო იდეის ქვეშ გაერთიანების მნიშვნელობა. ვაპირებთ, რომ ახალი წევრების შემოერთებისას ვიყოთ უკომპრომისოები ღირებულებების ნაწილში. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად კი აქტიურად ვიზრუნებთ, ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამ ეტაპისთვის, ვეძებთ ვარსკვლავებს, რომლებთან ერთადაც, გავაუმჯობესებთ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას და ვიქნებით მათი ტექნოლოგიური ელჩები საზღვრებს გარეთ.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა