GE

HR პროფესიონალთა ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    HR პროფესიონალთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • საკონტაქტო პირი:

  • ტელ:

    +995 577 60 50 88

  • ელ. ფოსტა: info@hrpa.org.ge
  • მისამართი:

    თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის 87

“ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia” პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც წარმოადგენს განვითარების პლატფორმას HR და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მოქმედი პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.
ასოციაცია HR სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზეა ორიენტირებული. HRPA • Georgia ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის დამსაქმებლებისთვის.
HRPA • Georgia – ს მიზანია:

  1. HR-ის, როგორც ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლება – კერძო, საჯარო, სამოქალაქო სექტორებსა და ზოგადად საზოგადოებაში;
  2. საქართველოში HR სფეროს განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის გზით;
  3. არსებული და მომავალი სპეციალისტების კომპეტენციების განვითარება, მათთვის გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის, ინფორმაციასა და რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფით.

HRPA • Georgia დაფუძნებულია პროფესიონალებისა და ექსპერტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული და საკონსულტაციო გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
HRPA • Georgia გუნდის კონსულტანტები არიან ისეთი პროფესიონალები, როგორებიცაა კამელია ბულატი, ანტონი პიტერ ლითლ, ვივიან ჰარნოის, ტომ ჰააკი, რადოსლავა კროსნევა, ბრუნო ჟერინ-როზ, ოლესია ოვანოვა, რომლებიც HR-სა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში მრავალი წლის საერთაშორისო გამოცდილებას ითვლიან.
HRPA • Georgia არის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორებიცაა: ასოციაციების აღმასრულებელი პირების ამერიკული საზოგადოება (ASAE) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG).

პრიორიტეტული მიმართულებები:

ხარისხიანი განათლება: ასოციაცია მუდმივად ხელს უწყობს წევრი და არაწევრი HR პროფესიონალების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროგრამების დანერგვით.

გენდერული თანასწორობა: ასოციაცია თანამშრომლობს UN Women Georgia-სთან, რისი მეშვეობითაც ახდენს HR-ების გადამზადებას და მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერულ თანასწორობასა და მის მნიშვნელობაზე კომპანიებში.

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის: პარტნიორობა ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელთან პოზიტიური ცვლილებების მოსატანად, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია ორგანიზაციისთვის.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა