GE

იმერეთის აგრო ზონა

  • ორგანიზაცია:

    იმერეთის აგრო ზონა

  • სექტორი:

    სასოფლო-სამეურნეო

  • მისამართი:

    დ.გამრეკელის ქ. #19, 0162, თბილისი

  • ტელეფონი:

  • ელ.ფოსტა:

    [email protected]

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, იმერეთის აგრო ზონა ახორციელებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია: იყიდოთ ინფრასტრუქტურით სრულად უზრუნველყოფილი მიწა საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა იდეალური კლიმატითა და ნაყოფიერი ნიადაგით. შპს “იმერეთი აგრო ზონის” დამაარსებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.

იმერეთის აგრო ზონის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ნაკვეთები ახლოსაა ცენტრალურ მაგისტრალთან, რკინიგზასთან, აეროპორტთან და საზღვაო პორტებთან, რაც განაპირობებს მარტივ წვდომას რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებთან.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა