GE

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA)

  • ორგანიზაცია:

    ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • საკონტაქტო პირი:

    თათა ქაფიანიძე

  • ტელ:

    577 400 474

  • ელ.ფოსტა:

    [email protected]

  • მისამართი:

    თბილისი, ი. გოგებაშვილის ქ. 48

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

ასოციაცია, სამშენებლო სექტორის განვითარების მიზნით, 4 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს:

  • ადვოკატირება-ლობირება;
  • განათლება, კვლევა, ადამიანური კაპიტალის განვითარება;
  • ნეთვორქინგი;
  • პროფესიული მხარდაჭერა და სხვა ბენეფიტები.


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრების ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ამავე დროს, სამშენებლო მასალების, მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო და საპროექტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ასოცირებული წევრების სტატუსის ქვეშ აერთიანებს ასევე კომპანიებს, რომლებიც თავისი საქმიანობით არაპირდაპირ დაკავშირებულები არიან სამშენებლო სექტორთან და თავისი საქმიანობით პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასოციაციის ძირითადი მიზნების მიღწევას. 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ორიენტირებულია მუდმივ განახლებაზე, გაფართოებასა და განვითარებაზე, და ღიაა იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ, რომელთა ხედვაც თანხვედრაშია ასოციაციის მიზნებსა და მიმართულებებთან.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა