GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ)

  • ორგანიზაცია:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • სექტორი:

    საგანმანათლებლო

  • მისამართი:

    0141, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73

  • ტელეფონი:

    (+99532)2022115; (+99532)2611298; (+99532)2945992;

  • ელ.ფოსტა: [email protected]

შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაარსებიდან 29 წელს ითვლის. უნივერსიტეტი მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა, როგორც სამედიცინო ინსტიტუტი „კლინიცისტი“. ამავე წელს მიიღო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ლიცენზია, ხოლო 2005 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. 2006 წელს ინსტიტუტს – „კლინიცისტი“ შეეცვალა სახელწოდება, დამფუძნებლები და ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, სახელწოდებით – შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კსუ-ს მორიგი წარმატება

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს ერთიანი გადაწყვეტილებით (14.11.2018 გადაწყვეტილება #88), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2018 წელს დიდი წარმატებით გაიარა ავტორიზაციის ურთულესი გზა და მოიპოვა 6 წლიანი ავტორიზაცია. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაიცა უმაღლესი შეფასების დოკუმენტი.

2007 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შემდგომ, 2012 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში (2012 წლიდან დღემდე) შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოცდაათამდე საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს დააკმაყოფილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით განისაზღვრა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯილდოები

საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების ლიდერთა დაჯილდოების 48- ცერემონიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში – „2018 წლის ლიდერი“. კსუ-მ საქართველოში მოქმედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა და 2018 წლის ლიდერის ჯილდო მოიპოვა.

2019 წლის 4 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, კსუ-ს სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობა გაიზარდა 2700-ით და ჯამში განისაზღვრა 7400 სტუდენტით.კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტები:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების;
  • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა;
  • სამართლის;
  • მედიცინის;
  • მევენახეობა-მეღვინეობის.

უნივერსიტეტის ხედვა:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუცია, რომელიც ავითარებს ქართულ და მსოფლიო კულტურის ფასეულობებს თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით.

უნივერსიტეტის მისია:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის თანამედროვე სასწავლო სამეცნიერო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით, ინტერნაციონალიზაციის გზითა და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობების აღზრდას, რომელთაც შეუძლიათ წვლილის შეტანა მდგრადი განვითარების გამოწვევების დაძლევაში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა