GE

ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა

  • ორგანიზაცია:

    ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა

  • ზომა :

    მცირე და საშუალო

  • სექტორი :

    ფარმაცევტული

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო ხაბულიანი

  • ტელ:

    +995 32 243 93 90

  • ელ. ფოსტა: nino.khabuliani@servier.com
  • მისამართი:

    თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა 44

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “ლე ლაბორატუა სერვიეს” წარმომომადგენლობა საქართველოში 2003 წელს დაარსდა და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ბაზარზე არსებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. კომპანია უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ორიგინალი პრეპარატების შესახებ სამედიცინო საზოგადოების ინფორმირებას და პაციენტებისთვის აღნიშნულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჯანდაცვის მიმართულებით კომპანიის მიზანია კონკრეტული დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მთელი მოსახლეობის მასშტაბით. თანამშრომლებზე ზრუნვის მიმართულებით, კომპანიის მიზანია, შექმნას ჯანსაღი და ღირსეული სამუშაო გარემო და უზრუნველყოფს მათთვის უწყვეტი განათლების, პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კეთილდღეობას კონკურენტუნარიანი სახელფასო ფონდით, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანიის ინიციატივით, ჯანდაცვის სფეროში ხშირად ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, მაგალითად, როგორიცაა სხვადასხვა დაავადების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, კომპანიას დაუკავშირდნენ იდეით, რის შემდეგაც მოხდება შემოთავაზებული პროექტის კომპანიის გლობალურ მიზნებთან შესაბამისობის შემოწმება და ორი კვირის ვადაში, მიიღება გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ. ინიციატორის მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მკაფიო მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, ასევე, აუცილებელია განხორციელებული პროექტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

CEO:

”მდგრადი განვითარება უნდა აკმაყოფილებდეს აწმყოში არსებულ საჭიროებებს, ისე, რომ არ დაირღვეს მომავალი თაობების შესაძლებლობები, დააკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა