ქალები ცვლილებებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“ 2021 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს თანასწორუფლებიანი და არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია მუშაობს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი როლის გაზრდის კუთხით. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში ქალთა მიმართ გავრცელებული სტერეოტიპების რღვევის ხელშეწყობა, ქალების მხარდაჭერა მათი პოზიტიური ცვლილებებისა და განვითარებისთვის.