GE

Quantori

  • ორგანიზაცია:

    Quantori

  • სექტორი:

    საინფორმაციო ტექნოლოგიები

  • მისამართი:

  • ტელეფონი:

  • ელ.ფოსტა: [email protected]

Quantori Georgia  გახლავთ ამერიკული კორპორაცია Quantori-ს წარმომადგნელობა საქართველოში, რომელიც ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიოტექნოლოგიური, ფარმაკოლოგიური და ჯანდაცვის მიმართულების კომპანიებისთვის. კომპანია აერთიანებს სამეცნიერო მკვლევრების, კომპიუტერული ინჟინრების, მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკოსების, აზრის ლიდერების ცოდნას და გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: Java, JavaScript (React, Angular), Node JS, Mobile Development (Flutter, IOS, Android), Python, DevOps, QA, BA, ბიოინფორმატიკა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისათვის, ასევე ლაბორატორიული ინფორმატიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი ოპერაციები, მაღალი წარმადობის გამოთვლები და სხვა.

მსოფლიოს მასშტაბით, Quantori-ს 800-ზე მეტი ექსპერტ–თანამშრომელი ჰყავს. 2019 წლის დეკემბრიდან, კომპანიამ საქართველოშიც გახსნა წარმომადგენლობა – „ქვანტორი ჯორჯია“ (Quantori Georgia), რომელმაც 2023 წლიდან საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო. 2022 წელს, ეროვნული ბიზნესრეიტინგების გაერთიანებისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის გადაწყვეტილებით, Quantori Georgia-ს მიენიჭა ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო – “რეიტინგი ოქრო“, დასაქმების მიმართულებით წარმატებული ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობისათვის. 

კომპანიის გამოცდილება და შესაძლებლობები

Quantori მსოფლიოში 6 სხვადასხვა ლოკაციაზეა წარმოდგენილი, სათაო ოფისი კი კემბრიჯში, აშშ–ში მდებარეობს. კომპანიას აქვს საქმიანობის მრავალწლიანი პრაქტიკა. მისი დამფუძნებელი გუნდი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სექტორში კვლევების წარმართვის მიმართულებით, 20 წელზე მეტ საერთაშორისო გამოცდილებას ფლობს. Quantori-ს ჰყავს ისეთი მაღალი დონის პარტნიორები და კლიენტები ბიოინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროში, როგორიცაა: Pfizer, LGC, PerkinElmer, The Jackson Laboratory, FogPharma, Flagship Pioneering, Bruker  და სხვები.

ჩამოყალიბების დღიდან Quantori-ის გუნდმა იმუშავა 1500-ზე მეტ პროექტზე, რაც მოიცავს სხვადასხვა პლატფორმას, აპლიკაციასა თუ სხვა ხელსაწყოებს, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კუთხით.

კომპანიის აღმასრულებელი გუნდი დარგის ისეთ პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებსაც აქვთ Pfizer-ში, AstraZeneca-ში, Vertex-ში, Eli Lilly-სა და Amgen-ში, Intelligent Medical Object-ში, ასევე Deloitte Consulting-სა და სხვა დიდ კორპორაციებში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რამაც Quantori-ის გუნდის რეპუტაცია და სანდოობა კიდევ უფრო გაამყარა.

Quantori საქართველოში

Quantori-ის საქართველოს წარმომადგენლობის – Quantori Georgia-ს გახსნა ზაალ ბერიაშვილის ინიციატივას უკავშირდება. ის გახლავთ კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების კომპანიაში GGA, შემდეგ კი, EPAM-ში პროექტების მართვის მიმართულებით წამყვან მენეჯერულ პოზიციას (Director, Project Managament) იკავებდა. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალწლიან აკადემიურ და პედაგოგიურ საქმიანობას როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში.  ამჟამად, ზაალ ბერიაშვილი წარმომადგენლობას კომპანიის დირექტორთან სანდრო სონღულაშვილთან ერთად უძღვება.

როგორ ზრდის Quantori Georgia გუნდის წევრებს საქართველოში

კომპანია აერთიანებს როგორც კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ სწორად გააანალიზონ და დაახარისხონ ამა თუ იმ სამედიცინო სამეცნიერო კვლევის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია. თანამშრომელთა უმრავლესობამ Quantori Georgia-სთან თანამშრომლობა სტაჟირებით დაიწყო და დეველოპერთა გუნდთან ერთად მუშაობისათვის,  კომპიუტერული მეცნიერებების საბაზისო ნაწილი და ინფორმატიკა შეისწავლა.

გუნდის ახალმა წევრებმა, ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, საწყისი საფეხურიდან მენეჯერულ პოზიციებზე გადაინაცვლეს. Quantori Georgia-ს სურდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონდათ, უმოკლეს დროში გადაემზადებინა და მათთვის დარგში ახალი კარიერული შესაძლებლობები შეეთავაზებინა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, Quantori QA და IT ტესტირების მიმართულებით ღირებულ ადამიანურ რესურსს აერთიანებს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა