GE

Queensway Services Ltd

  • ორგანიზაცია:

    Queensway Services Ltd

  • ზომა:

    მცირე და საშუალო

  • სექტორი: ლოგისტიკა
  • ტელ:

    +995 422 22 44 00

  • ელ.ფოსტა:

    info@queensway-services.com

  • მისამართი:

    ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი, 1

შპს Queensway Services ეკიპაჟის წევრების გაერთიანებაა, რომელიც 1999 წელს, ბათუმში დაარსდა. ეროვნული და საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, ზღვაზე დასაქმების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის უზრუნველსაყოფად, კომპანია აერთიანებს კვალიფიციურ,სერტიფიცირებულ და შესაბამისი სამედიცინო მომზადების მქონე მეზღვაურებს.

კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფარგლებში, მუშაობს ISO 9001:2015-ის სტანდარტის შესაბამისად და აკმაყოფილებს 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის (MLC) რეგულაციებს.

დაკისრებული ვალდებულებებისადმი ერთგულებამ ორგანიზაციას აღიარება მოუტანა, რომელიც გამოიხატა 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ „ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და ეკიპაჟის გამორჩეული სერვისების განვითარებისათვის“ ჯილდოს გადაცემით.

თვითრეგულირების მოდელის შესაბამისად, რომელიც,  კომპანიას მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც შიდა ორგანიზაციული, ასევე, ადგილობრივი ბაზრის მიმართულებით, უზრუნველყოფილია მაღალი კლასის დასაქმების შესაძლებლობა საზღვაო სფეროში.

ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება კომპანიის პრიორიტეტია, რასაც MLC-ის ყველა დებულების დაცვით ახორციელებენ. ამრიგად, კომპანია მეზღვაურებს სთავაზობს ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლებას.

აღნიშნული შეთავაზებები მოიცავს როგორც დროულ სახელფასო ანაზღაურებას, ასევე, შვებულებას, რეპატრიაციას და სამედიცინო დახმარების პაკეტების შეთავაზებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლებას. კომპანიის პირობების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერსონალის ცნობიერების ამაღლებას შესაბამისი თემატური მიმართულებით. გარდა ამისა, კომპანიის მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხდება პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება, რაც, შესაძლოა, წარმოიშვას დასაქმების ადგილას და ხდება აღნიშნულის მკაცრი მონიტორინგი.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა