RMG - რიჩ მეტალს გრუპი
არემჯი – “რიჩ მეტალს გრუპი” საქართველოში სამთომოპოვებით საქმიანობას 2012 წლიდან ახორციელებს. ოპერირების დაწყებისას “არემჯი”-მ საქართველოში 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. “რიჩ მეტალს გრუპი” ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში არსებულ საბადოებზე სპილენძის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტებისა და პოლიმეტალური მადნების ღია კარიერული და მიწისქვეშა წესით მოიპოვებას, მათ პირველად გადამუშავებას და რეალიზაციას ახორციელებს.
ჩვენი მისია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერაა. მიზნად ვისახავთ, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმე მაღალი პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს ადამიანებზე, გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელვადიან, თანასწორ, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. ვეხმარებით მათ არსებული პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. კარგად გვაქვს გააზრებული სამთომოპოვებითი დარგის გამოწვევები და პასუხისმგებლობა. შესაბამისად, “არემჯი”-ს ამოცანაა საქართველოში მდგრადი ბიზნესის კეთება, რაც ჩვენთვის და ჩვენი 4 200-ზე მეტი თანამშრომლისათვის უმნიშვნელოვანესია.
„არემჯი”-ს საქმიანობა მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება, რაც ნიშნავს როგორც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ისე იმ რეგიონის განვითარებას, სადაც ვოპერირებთ. CSR აქტივობებს, ძირითადად, ქვემო ქართლის რაიონში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტებს.“
– ჯონი შუბითიძე, აღმასრულებელი დირექტორი.