რუსთავის აზოტი ინდორამა

რუსთავის აზოტი ინდორამა კავკასიის რეგიონში სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიური პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია მდებარეობს რუსთავში, დაარსდა 1956 წელს და 2023 წელს შეისყიდა Indorama Corporation-მა სასუქების, პოლიმერების, ბოჭკოების, ძაფებისა და სამედიცინო ხელთათმანების მწარმოებელმა საერთასორისო კომპანიამ. „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ძირითადი პროდუქტი არის ამონიუმის გვარჯილა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც აზოტის მაღალი შემცველობის სასუქი. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2,000 თანამშრომელი და გააჩნია მძლავრი საექსპორტო პოტენციალი, რაც მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს რეგიონალურ სამრეწველო ეკოსისტემაში.