საფარი

კავშირი “საფარი ” დაარსდა 2001 წელს. ორგანიზაცია მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. „საფარის“ მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა. ორგანიზაციის მიზნებია:
– დისკრიმინაციასთან და ძალადობასთან ბრძოლა, ქალთა ემანსიპაციისა და ადამიანებს შორს თანასწორობის მიღწევა;
– სხვადასხვა სახის ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მსხვერპლთათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა;
– ქალთა გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, ახალი კანონპროექტების მხარდაჭერა;
– ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება;
– მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტქ პირების, უფლებების ადვოკატირება და დაცვა, მათი ინტერესების ლობირება პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გზით;
– ოჯახში ძალადობის, ქალის მიმართ ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
– თანამშრომლობა დისკრიმინაციასა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან;
– თანამშრომლობა დისკრიმინაციასა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან.