GE

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო

  • ორგანიზაცია:

    სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო

  • ზომა :

    მცირე და საშუალო

  • სექტორი:

    აკადემიური

  • საკონტაქტო პირი:

    გვანცა ხვედელიანი

  • ტელ:

    032 2 311 611

  • ელ. ფოსტა: georgiainfo@sdsu.edu
  • მისამართი:

    თბილისი, მ. კოსტავას ქ. 5

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, მიიღონ ამერიკული ხარისხის განათლება თბილისში. სტუდენტებს აქვთ საშუალება, მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული ბაკალავრის ხარისხი კავკასიის შუაგულში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამ წამყვან ქართულ უნივერსიტეტთან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აბიტურიენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ბაკალავრის ხარისხს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამების შეთავაზებით, უნივერსიტეტი მხარს უჭერს როგორც მშენებლობის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროების განვითარებას, ასევე, საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებას და ამ გზით, ქვეყანაში ეკონიმიკურ ზრდას. 

პრიორიტეტული მიმართულებები:
ადგილობრივი STEM საზოგადოების – უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მიღებაში.

CEO:

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში განაგრძობს გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერას ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. SDSU საქართველო აგრძელებს ადგილობრივი STEM საზოგადოების – უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა