GE

შპს "ლიდერი"

  • ორგანიზაცია :

    შპს ,,ლიდერი"

  • ზომა:

    მცირე და საშუალო

  • სექტორი:

    სამრეწველო/საცალო ვაჭრობა

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო გიორგაძე

  • ტელ:

  • ელ. ფოსტა: leaderkids.ge@gmail.com
  • მისამართი:

    ქ. გორი, იერუშალაიმის ქ. #18

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ აწარმოებს 1-12 წლის ბავშვთა უნიკალური, ექსკლუზიური და გამორჩეული მოდელის ტანსაცმელს, „Leader Kids“ დახვეწილი დიზაინით და სასიამოვნო ფერთა სინთეზით გამოირჩევა, ნაწარმი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან, სამოსზე დატანილი გამოსახულებები ნაქარგის სახით, ბავშვს უვითარებს კოგნიტურ და სოციალურ უნარებს. შპს „ლიდერი“-ს საქმინობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, სწორედ ამიტომ, “ათასწლეულის ფონდმა”, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ” ერთად 2019 წელს კომპანია დააჯილდოვა კონკურსში – “ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“. საწარმომ კონკურსში გაიმარჯვა ქალების განათლების ხელშეწყობის, პროფესიულ განვითარების და წინსვლისათვის.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მოწყვლადი ქალების დასაქმება გადამზადების გზით. სამკერვალო ნარჩენის წარმოება, ნარჩენის შემცირების მიზნით.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
გადაწყვეტილების მიღებას, მაქსიმუმ, 1 კვირა სჭირდება. დოკუმენტაციის ჩამონათვალს ვადგენთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად,

CEO:

სოციალურ პასუხისმგებლობას არ სჭირდება მასშტაბები, დიდი საქმეების კეთება პატარა კომპანიებსაც შეუძლიათ. კონფლიქტის რეგიონში, სოციალურად მოწყვლადი ქალების გაძლიერება ჩვენი მთავარი სოციალური მიზანია, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორის როლი გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაში უმნიშვნელოვანესია. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას!

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა