GE

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • საკონტაქტო პირი:

    გიორგი ჭეხანი

  • ტელ:

    +995 32 298 78 78

  • ელ. ფოსტა: g.tshekhani@gba.ge
  • მისამართი:

    თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 11

ადვოკატთა ასოციაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის გზით.
ასოციაციის მიზნებს წარმოადგენს:
მართლმსაჯულების განხორციელების და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობა; იურიდიული პროფესიის განვითარება; ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვა; საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა; იურიდიული განათლების ხელშეწყობა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება; უფასო იურიდიული სისტემის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა; ადვოკატის პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობის და რეპუტაციის ამაღლება; ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობა.

პრიორიტეტული მიმართულებები:
არჩეულ მიზნებთან მიმართებაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს პრო ბონო (უფასო იურიდიული დახმარების) პროექტებს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
დამოუკიდებლად, განცხადების საფუძველზე და შესაბამისი დასაბუთებით, რომელსაც განიხილავს ასოციაციის ხელმძღვანელობა გონივრულ ვადაში.

CEO:

სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი იურიდიული დახმარება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ არც ერთ ადამიანს, ვისაც ადვოკატის დახმარება სჭირდება და არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, არ ეთქვას უარი აღნიშნული უფლების განხორციელებაზე.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა