GE

ვაზისუბნის მამული

  • ორგანიზაცია:

    ვაზისუბნის მამული

  • სექტორი:

    სტუმარ-მასპინლობა

  • მისამართი:

    ვაზისუბანი, კახეთის რეგიონი საქართველო, 1504

  • ტელეფონი:

    995 353 200 222

  • ელ.ფოსტა: [email protected]

ჩვენი ფილოსოფია

ვაზისუბნის მამულის ფილოსოფია ამ ადგილის ისტორიული წარსულის, ხელოვნების, ღვინის და სიცოცხლით ტკბობის ზომიერი ნარევია. დიდი ხნის წინ სწორედ ვაზისუბანი იყო იმ პერიოდის პროგრესული – მეცნიერებით, ხელოვნებით და სიახლეებით დაინტერესებული ადამიანების შეკრების ადგილი. სასახლე და მისი შემოგარენი ჯერ კიდევ გაჯერებულია მათი  შემეცნებისა და გართობის ენერგეტიკით, ამიტომ აქ გატარებული დღეები, შეუძლებელია მეხსიერებაში დიდხანს არ დარჩეს.

თავის მრავალსაუკუნოვანი ბაღებით, საუკეთესო მიკროზონის ვენახებით და სასახლით ვაზისუბანში ჩამოსული სტუმრებისთვის მწვანე, მშვიდი და დახვეწილი  ატმოსფერო იქმნება.  აქ ადამიანები ერთმანეთს აღმოაჩენენ, საკუთარ გამორჩეულ იდენტობას იპოვნიან, შეიმეცნებენ, ფიქრობენ და ამ ახალი ყოველდღიურობით  ტკბებიან. 

ღვინო კი ჩვენი ფილოსოფიის სიმბოლიკაა. Ვაზისუბნის ღვინის ფერი, გემო, არომატი და ენერგია ქმნის ერთგვარ ხიდს წარსულის და მომავლის დაკავშირებისთვის, ურთიერთობისთვის და ამ დგილის სიცოცხლის შენარჩუენბისთვის. 

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა