პარიზში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონული ფორუმი გაიმართა

21-25 ოქტომბერს, პარიზში, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, თამარ ღუნაშვილმა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერმა, ლაშა მიქაუტაძემ მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის მონაწილეებმა გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ქსელების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა გამოწვევებთან ბრძოლაში კერძო სექტორის როლზე.
სამუშაო შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი იყო მედიისა და კომუნიკაციის, ასევე, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ქსელების წარმომადგენლებმა მიიღეს.
