GE

SDG Pioneer

გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით – 2016 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2019 წლიდან, ყოველწლიურად, კონკურსი -SDG პიონერი ტარდება. კონკურსი ავლენს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ბიზნეს სექტორში მუშაობენ და ხელს უწყობენ მათი კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

SDG პიონერი პირველად 2019 წელს გამოვლინდა – წოდება “კრისტალის” გარემოსდაცვითი და სოციალური (E&S) დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქობალიამ მიიღო.

2020 წელს საქართველოში კონკურსი მეორედ ჩატარდა. კონკურსის ადგილობრივი რაუნდის გამარჯვებული “აჭარა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს” თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია გახდა.

2022 წლის SDG პიონერი “აჭარა ჯგუფის” სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კვერნაძე გახდა.