
ევროკავშირთან ინტეგრაცია
პლატფორმის აღწერა
სამოქმედო პლატფორმა მხარდაჭერას უწევს წევრ ორგანიზაციებს საქმიანობის ევროკავშირის მდგრადობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაში, რაც მათ ახალ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს მისცემს. პლატფორმის ფარგლებში ტარდება ვორკშოპები ევროკავშირის მდგრადობის დირექტივებზე, რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით შესაძლებლობების განვითარებაზე, პარტნიორობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციის გამარტივებას. მონაწილეები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ევროკავშირის ბაზრის მდგრადობის მოთხოვნებზე და ფინანსებზე წვდომის შესახებ, რაც მათ ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამოქმედო პლატფორმების მიზანია, წევრ კომპანიებს შესთავაზოს ვორკშოპები და ურთიერთსწავლების შესაძლებლობა ცნობიერების გაზრდის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მთავარ საკითხებზე დიალოგის წახალისებისთვის. თოთოეულ პლატფორმას გააჩნია კონცეფცია, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, გაზომვადი მაჩვენებლები (KPIs) და სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგილობრივ კერძო სექტორს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში დაეხმარება.
სამოქმედო პლატფორმის ძირითადი მახასიათებლები
კვარტალური სამუშაო შეხვედრები: თემატური განხილვები და სამუშაო შეხვედრები ექსპერტებისა და ინდუსტრიის ლიდერების ხელმძღვანელობით, იდეებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდების მიზნით.
პრაქტიკული რესურსების შემუშავება წევრი ორგანიზაციების დასახმარებლად, რაც მათ ხელს შეუწყობს სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში საუკეთესო კორპორაციული პრაქტიკის გაცნობაში.
მენტორული მხარდაჭერა: პირადი კონსულტაციები, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს პლატფორმასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებაში, მდგრადობის ამბიციური მიზნების დასახვასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში.
ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები: საინტერესო კამპანიები და ღონისძიებები, რომლებიც პლატფორმის თემების პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
კორპორაციული მდგრადობის აკადემია: ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10-საათიან საკლასო კურსებს და პლატფორმის თემატიკაზე მორგებულ ელექტრონულ მასალას.
აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ორგანიზებას გაუწევს აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრებს თითოეული პლატფორმისთვის, მაღალი დონის დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულ შეხვედრებს ერთობლივად გაუძღვებიან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და პლატფორმის თანათავმჯდომარეები/სპონსორები, რაც უზრუნველყოფს პლატფორმის ხედვასა და მიზნებთან თანხვედრას.
სარგებელი:
გაღრმავებული ცოდნა: გაეცნობით მდგრადობის გლობალურ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
კავშირების დამყარების შესაძლებლობები: ითანამშრომლებთ კოლეგებთან, ინდუსტრიის ლიდერებთან და ექსპერტებთან, პარტნიორობის გასაძლიერებლად.
უნარების განმტკიცება: მიიღებთ პირად კონსულტაციებს და მენტორობას ეფექტური სტრატეგიების განსახორციელებლად.
რესურსებზე წვდომა: გამოიყენებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებსა და პლატფორმის თემატიკაზე მორგებულ თეთრ დოკუმენტებს.
გაუმჯობესებული შესაბამისობა: გამოიყვანთ ბიზნეს ოპერაციებს საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში.
გაზრდილი ხილვადობა: მიიღებთ მონაწილეობას კამპანიებში, ღონისძიებებსა და პუბლიკაციებში, კორპორაციული რეპუტაციის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
კონკურენციული უპირატესობა: გააძლიერებთ ბაზარზე პოზიციონირება მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებით.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: ხელს შეუწყობთ მდგრადობის ძირითად თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პლატფორმის აქტივობების მეშვეობით.
ლიდერობის განვითარება: ჩაერთვებით აღმასრულებელი დირექტორების მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრებსა და მაღალი დონის განხილვებში, სტრატეგიული თანხვედრისთვის.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამოქმედო პლატფორმის მენეჯერს:
აკაკი კუხალეიშვილი